2022-04-19 18:01:39, 1664 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებენ.
„მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი“, განმარტავს ტელეარხ India Today-თან საუბრისას ლავროვი და ასევე დასძენს, რომ რუსეთი ახლა უკრაინის აღმოსავლეთზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ომი ახალ ფაზაში შედის.
„ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში, როგორც თავიდანვე იყო გამოცხადებული, მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების [თვითგამოცხადებული] სრულად განთავისუფლებას. და ეს ოპერაცია გაგრძელდება ამ ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი იწყება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ომის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება რუსეთის ატომური ძალების მაღალ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,