|
2022-04-15 19:55:18, 2585 ნახვა
საზოგადოება
რატომ ინთება „CHECK ENGINE” მანიშნებელი?
წლებია, რაც ავტომობილი მყავს და სიამაყით ვამბობ, რომ მის გამართულობაზე მუდმივად ვზრუნავ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე საცობში შევნიშნე, რომ საწვავი იწურებოდა. ამიტომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე მივედი. საწვავის ჩამატების შემდეგ გზა გავაგრძელე და რამდენიმე წუთში საინფორმაციო დაფაზე ძრავის შემოწმების ყვითელი მანიშნებელი, check engine აინთო. რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, დროულად მიმემართა სერვისცენტრისთვის და არჩევანი „თეგეტა მოტორსზე“ შევაჩერე, რადგან წლებია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ. ვიზიტის დროს, პირველ რიგში, გამომკითხეს, რა ვითარებაში აინთო ეს ინდიკატორი და ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მირჩიეს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დაფიქსირდა გაჟონვა საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემაში. გამიმართლა და პრობლემა შეცდომის განულებით მოგვარდა. ასევე, ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მივიღე სპეციალისტებისგან და მინდა, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ. რა მოხდა ჩემს შემთხვევაში? სპეციალისტმა ივარაუდა, რომ საწვავი დაქოქილ ავტომობილში ჩავასხი. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი, ამიტომ ჩავეძიე და ვთხოვე, დეტალურად აეხსნა, რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. მისი თქმით, თანამედროვე ავტომობილების საწვავის ავზი აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით, რომელიც საწვავის ანაორთქლის გარეთ გაჟონვის პრევენციას ახდენს, ვინაიდან საწვავის ანაორთქლი ეკოლოგიისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს და ამ სისტემის საშუალებით ის იფილტრება. აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის ვენტილაციის სისტემა აღჭურვილია წნევის სენსორით. ბენზინგასამართ სადგურზე, დაქოქილ ავტომობილში საწვავის ავზზე ხუფის მოხსნის დროს, ამ სენსორმა წნევის ვარდნა დააფიქსირა და ინსტრუმენტების პანელზე შესაბამისი ინდიკატორი(check engine) აინთო. რჩევა: არასდროს ჩაასხათ საწვავი დაქოქილ ავტომობილში.
ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს, საწვავის ჩასხმის დროს ავტომობილი დაქოქილი იქნება თუ არა? ავტომობილის გამორთვა-ჩართვის შედეგად, საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემა თავიდან იწყებს წნევის მონიტორინგს და თავდაპირველ წნევის ვარდნას არ ითვალისწინებს. რჩევა: არასდროს გააგრძელოთ საწვავის ჩასხმა „პისტოლეტის" გათიშვის შემდეგ.
ზოგადად, რატომ შეიძლება აინთოს ჩეკის ინდიკატორი? ძრავა და მისი პერიფერიული სისტემები სინქრონულად მუშაობს. თითოეულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დანარჩენი სისტემების ეფექტიანად მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, როგორც კი მართვის სისტემა (ECM/TCM) პარამეტრების დასაშვებ ზღვარს მიღმა ცვლილებას აღმოაჩენს, მაშინვე მართვის პანელზე „ჩეკს“ აანთებს. ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია, აღნიშნული მითითება პირველი სიგნალია, რომელიცსერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლადაა შექმნილი. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია, ავტომობილი სერვისცენტრში გადაიყვანოთ და სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა ჩაუტაროთ. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და პრობლემის მოგვარება პროფესიონალებს ვანდოთ, რაშიც „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსები დაგვეხმარებიან.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)