2022-04-15 10:30:35, 1787 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლქის გუბერნატორი - ომის დაწყებიდან ხარკოვში მინიმუმ 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 24 ბავშვი
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ოლეგ სინუგებოვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხარკოვის რეგიონში, სულ მცირე, 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 24 ბავშვი.
მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილსა და წამებას .
"ეს არის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენ მათ სიცოცხლეს არ ვაპატიებთ!" - განაცხადა ხარკოვის გუბერნატორმა .
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი 24 თებერვალს დაარღვია, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის წუთიდან დაიწყო ქალაქების დაბომბვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.,მის ქმედებებს უდანაშაულო ბავშვებისა და ქალების სიცოცხლე ეწირება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,