2022-04-15 01:29:32, 1882 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - 50 დღის განმავლობაში უკრაინა არნახულ გამბედაობას აჩვენებს თავისუფალ სამყაროს
" ყველა უკრაინელი გახდა გმირი " - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ .
ზელენსკიმ ასევე საკუთარ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა რომ ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა არნახულ გამბედაობას აჩვენებს თავისუფალ სამყაროს .
" ამ ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. მათთვის, ვინც პროპაგანდით არ მოწამლულა. თქვენ ყველანი გახდით გმირები. ყველა უკრაინელი, ყველა, ვინც გადარჩა, ვინც არ ნებდება და ვინც გაიმარჯვებს. ეს უკრაინას მშვიდობას დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ ამაში "
შეგახსენებთ რომ 24 თებერვალსვე ევროპამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ამავდროულად ევროპა და აშშ განაგრძობს უაინის მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებას .
ავტორი: ექსპრესნიუსი,