06:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 17:39:39, 1190 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიცია გულდასაწყვეტია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერ გაბედა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებები გენოციდი ეწოდებინა. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.

პრესმდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი ობიექტური მიზეზების გამოისტორიულად ახლოს არიან, მაგრამ რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის მითის ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. 

მისივე თქმით, 2014 წელს რუსი „ძმები“ ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14000 უკრაინელი მოკლეს. ეს მითი კი  საბოლოოდ თებერვალში დაიმსხვრა, როდესაც უკრაინის ქალაქებში რუსული რაკეტები გაუშვეს.

„ძმური“ ქვეყნები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველ ადამიანებზე“. - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე. მაკრონის განცხადებით „დღეს ტერმინი გენოციდის გამოყენებასთან ფრთხილად იქნება, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან.”





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics