|
2022-04-05 23:09:27, 2474 ნახვა
სხვადასხვა
ჯონსონი რუსებს - პუტინმა იცის, თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც მიმართულია რუსი საზოგადოებისთვის. ვიდემიმართვაში ბრიტანეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სისასტიკეს სჩადიან - მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას და გაუპატიურებას. "რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, სანამ ეს ომი გრძელდება. მაგრამ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ნუ დაიჯერებთ. რაც თქვენ გჭირდებათ, VPN კავშირია, რათა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ და როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის. პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორია დაიმახსოვრებს, თუ ვინ არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს." - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)