02:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 18:25:54, 700 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ომბუდსმენი - მარიუპოლში რუსები მშობლებს შვილებისგან აშორებენ და რუსეთში ძალით გადაყავთ

რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მარიუპოლის მაცხოვრებლების იძულებით დეპორტაციას რუსეთში და დროებით ოკუპირებული დონბასის რეგიონში. ამის შესახებ უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ Telegram-ში განაცხადა.

"რაშისტები მშობლებს აშორებენ შვილებს. 17 ბავშვი, რომლებიც მკურნალობდნენ, გამოიყვანეს მარიუპოლის საავადმყოფოდან. მათი მშობლები დარჩნენ და ისინი ქალაქ ზაპორიჟიაში გადაიყვანეს", - განაცხადა დენისოვამ.

ამასთან, მისი თქმით, მარიუპოლის იძულებით დეპორტირებული ზოგიერთი მაცხოვრებელი ესტონეთში იპოვეს, სადაც ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შევიდნენ. მარიუპოლის მაცხოვრებლების გარდა, რუსეთის გავლით ესტონეთში ხერსონის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებიდანაც ჩავიდნენ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მათგანმა, მათივე თქმით, გადაწყვიტა რუსეთის გავლით გაევლო, რადგან დასავლეთ უკრაინაში ვერ წავიდა. 

დენისოვის თქმით, მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თითქმის 40 000 მცხოვრები დეპორტირებული იქნა ე.წ. დონბასსა ან რუსეთში.

„მოვუწოდებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელების დასაბრუნებლად და საომარი მოქმედებების რეგიონებიდან უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად.

მოვუწოდებ გაეროს კომისიას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის შესაბამისად შექმნილ ექსპერტთა მისიას, გაითვალისწინოს ადამიანის უფლებების ეს დარღვევები უკრაინაში“, - წერს დენისოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics