20:32 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 13:57:10, 739 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო პროდუქციის მარაგების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიებისა და მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.  ამის შესახებ ინფომრაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქციის მარაგებისა და ახალი საიმპორტო  ბაზრების მოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

„ამ ეტაპზე, ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არის. უამინდობის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო ლარსის საბაჟო პუნქტიდან პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრებიდან პროდუქციის იმპორტის დროულ და შეუფერხებელ განხორციელებაში.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით კი, პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგების შევსება უწყვეტად  მოხდეს და ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა  გიორგი ხანიშვილმა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიების მიერ ალტერნატიული ბაზრების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ბაზრებიდან პროდუქციის შეუფერხებელი იმპორტის განხორციელებისთვის, სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არიან დაეხმარონ იმპორტიორებს შესაბამისი პროცედურული მიმართულებებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტული წინადადებების და მიღწეული შედეგების განხილვა სამუშაო შეხვედრების ფორმატში კვლავ გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics