22:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 10:34:33, 750 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა სუმის რეგიონში საკუთარი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, რომელიც თავადვე ააფეთქეს

სუმის რეგიონში რუსმა სამხედროებმა საზღვარზე საკუთარი ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს. - ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგინული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.

ჟივიცკის განცხადებით, რიჟივკას საგუშაგოზე რუსებმა თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს, რაც ოკუპანტების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.

"ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელის მიზანიც  რუსული მედიისთვის სურათის შექმნა იყო, რომ თითქოს უკრაინელებმა გაანადგურეს მათი ჯავშანტექნიკა, თუმცა რუსებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს", - თქვა ჟივიცკიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა შურისძიების მიზნით უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაწვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics