17:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 12:35:47, 684 ნახვა

მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი პარტნიორებს - სულ 4 ნაბიჯია საჭირო, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები სიზმარში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ, შეცვალონ უკრაინაში ომის კურსი.

ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და საერთაშორისო პარტნიორებს 4 ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო პარტნიორებო! არ გინდათ, რომ არ ნახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები ან არ იგრძნოთ მარიუპოლის სუნი სიზმარში?! ამისთვის, მხოლოდ 4 ნაბიჯია საჭირო: თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა; საკრუიზო რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; მთელ მსოფლიოში დახურული პორტები რუსული გემებისთვის“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics