|
2022-03-22 14:03:06, 648 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა. საქართველოს პროკურატურამ, 2021 წელს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.
შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ძირითად მიზნებს შშმ პირთა ექსპლუატაციისგან, არასათანადო მოპყრობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვა, შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. კოვიდ19-ით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულა, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. გარდა აღნიშნულისა, 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის ორი სახელმძღვანელო მითითება მოამზადა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. სახელმძღვანელო მითითებების მიზანია პროკურორისა და გამომძიებლის საქმიანობის წარმართვა შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მათი თანასწორუფლებიანი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე", საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია. ასევე, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია შშმ პირების თანასწორუფლებიანი და სრულფასოვანი მონაწილეობა მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განაგრძობს ძალისხმევას შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ეფექტიანი სისხლის სამართალწარმოების უზრუნველყოფის მიზნით.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)