13:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 11:54:58, 643 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამხატვრო სკოლას, სადაც თავს 400-მდე მოქალაქე აფარებდა, ბომბები დაუშინეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის სამხატვრო სკოლას, სადაც 400-მდე მოქალაქე იმალებოდა, ბომბები დაუშინეს. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ში იტყობინება.

მათი ცნობით, შენობას თავს ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები აფარებდნენ, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან. 

„რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ოლქის G12 ხელოვნების სკოლასთან, სადაც 400-მდე მარიუპოლის მცხოვრები იმალებოდა - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. შენობა დანგრეულია. ხალხი ნანგრევების ქვეშ რჩება. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics