11:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 21:04:01, 737 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი ბაიდენს - ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მშვიდობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის, სი ძინპინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიდეოშეხვედრა, უკვე დასრულდა. 

შეხვედრა, რომელიც დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა დროს, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ  მსოფლიოს მშვიდობაზე პასუხისმგებლობა ორივე ქვეყანამ უნდა აიღოს. ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი და შეერთებული შტატები „როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა“, „არამხოლოდ უნდა წარმართონ რუსეთ-უკრაინას შორის შემდგომი ურთიერთობები სწორ გზაზე, არამედ აიღონ გარკვეული საერთაშორისო პასუხისმგებლობაც და მშვიდობისთვის იმუშავონ“.

ჩინეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნოემბრის წინა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი თქმით, მშვიდობისა და განვითარების დომინანტური ტენდენცია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და სამყარო, ახლა აღარც მშვიდია და აღარც სტაბილური.

„უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი ნახვაც გვინდა“, - ხაზგასმით აღნიშნა სი ძინპინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics