10:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 22:31:05, 960 ნახვა

მსოფლიო
თავდასხმა ვაკეში - „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

შემთხვევა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

ტეკელომპანია „ფორმულას“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ინტერვიუს ჩაწერისას თავს დაესხნენ.

„ფორმულა“-ს რეპორტიორის, ნანო ჩაკვეტაძის თქმით, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

,,თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო", - ნათქვამია „ფორმულა“-ს განცხადებაში.

მედიის ცნობით, ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics