10:25 - 29 Jun, 2026
|
2022-03-17 20:48:34, 669 ნახვა
მსოფლიო
ხატია დეკანოიძე - მქონდა კომუნიკაცია ზელენსკის ადმინისტრაციასთან და იგი მზადაა, საქართველოს პარლამენტიდან საზოგადოებას მიმართოს
„პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, რომ საქართველოს პარლამენტიდან საზოგადოებას მიმართოს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „ოპოზიციამაც გამოთქვა ეს იდეა და მე მქონდა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ზელენსკის ადმინისტრაციასთან. ისინი მზად არიან და პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] სურვილია, ნამდვილად, რომ პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას მიმართოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ „მთავარი არხის“ ეთერში. ცნობისთვის, 17 მარტს, პარლამენტის სხდომაზე, პარტია „ლელო“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ინიციატივით გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)