|
2022-03-17 15:17:11, 530 ნახვა
მსოფლიო
ვახტანგ მაისურაძე კომპანია „სვიფლენდ გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე საინვესტიციო კომპანიის -„სვიფ ლენდ გრუპის“ #SWEFLANDGROUP არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელენე ლიპირიდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ირმა ელბაქიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ახალი საინვესტიციო პროექტი განიხილეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის ტერიტორიაზე ხორციელდება და ნოვატორულ - ეკოლოგიური კონცეფციის მქონე კომპლექსს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი ბაზარზე გატანას, ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. „შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რომელიც არა მარტო სოფელ წინარეხის, არამედ მთლიანად კასპის მუნიციპალიტეტის ინტერესებთან იქნება თანხვედრაში. ,,ჩვენ მივესალმებით ყველა ისეთ პროექტს თუ წამოწყებას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს იქნება ინფრასტრუქტურის თუ დასაქმების კუთხით. მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვითანამშრომლოთ და მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს.“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)