|
2022-03-17 12:48:57, 662 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური - გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გააუმჯობესდა 35.5%-დან 50%-მდე
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წელსაც გაგრძელდა დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, რაც გულისხმობს, როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას, დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის დასაწყისში, 2020 წელს დაწესებული შეზღუდვების გამო, დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ 2021 წელს, ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გარკვეულ კატეგორიებში მოსალოდნელი იყო დანაშაულის ზრდა, თუმცა, საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა თუ შეძლო შეენარჩუნებინა მიღწეული შედეგი, არამედ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააუმჯობესა 35.5%-დან 50%-მდე. „ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში სტაბილურად მცირდება ისეთი დანაშაულების რაოდენობა, როგორიც არის ქურდობა. 2020 წელს, წინა წელთან მიმართებაში, დაიკლო 2202 ფაქტით (10%-ით). ქურდობების მაჩვენებელი დაკლებულია 2021 წელსაც, როგორც 2020 წელთან (1031 ფაქტით), ასევე, 2019 წელთან შედარებით (-3 233 ფაქტით). ამასთანავე, გასულ წელს ქურდობის გახსნის მაჩვენებელი 22%-დან გაზრდილია 34%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოწვევაა, პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა კიბერდანაშაულთან მიმართებაში და 2021 წელს ამ ტიპის დანაშაულმა 1029 ფაქტით დაიკლო. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ კერძო სექტორთან (საბანკო და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან) და მივაწოდეთ მთელი რიგი რეკომენდაციები მომხმარებლების დაცვის გაუმჯობესების კუთხით. ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად კი, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერება გაცილებით ამაღლდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)