|
2022-03-16 21:06:56, 1073 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთს NATO-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, მესიჯი ახლაც უცვლელია, ისევე როგორც იყო მრავალი წლის განმავლობაში. „უკრაინა არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას აქვს საკუთარი უფლება აირჩიოს თავისი გზა. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაწყვეტილებებს. ამიტომ, მათზეა, უკრაინელებზეა გადასაწყვეტი. გვინდა თუ არა ნატო-ში მათი გაწევრიანება, ეს ალიანსის წევრმა, 30-მა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ არა რუსეთმა, რათა შეეცადოს და ვეტო დაადო ამ პროცესს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, არიან თუ არა ალიანსის წევრი ისეთი ქვეყნები, რომლებიც უკრაინის თავზე ცის დახურვას ემხრობიან, განაცხადა, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოს, რომ ეს ომი უკრაინის ტერიტორიას არ გასცდეს".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)