03:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 17:50:40, 722 ნახვა

მსოფლიო
Reuters- გერმანია აშშ-სგან F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას აპირებს

გერმანია აშშ-სგან აპირებს F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას, რათა შეცვალონ ამჟამინდელი "ტორნადოს" ტიპის თვითმფრინავები. - ამის შესახებ ინფოტრმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის ორ ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, გერმანია აპირებს 35-მდე F-35-ის შეძენას. 

გერმანიის თავდაცვის ანონიმურმა წყარომ Reuters-ს თებერვლის დასაწყისში განუცხადა, რომ  გერმანია აპირებს F-35-ების შეძენას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

"ტორნადო" არის გერმანიის ერთადერთი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელსაც გერმანიაში განლაგებული ამერიკული ატომური ბომბების ტარება შეუძლია. 

"ტორნადო" გერმანიის საჰაერო ძალების განკარგულებაში 1980-იანი წლებიდან დაფრინავს და მისი ჩანაცვლება 2025-2030 წლების შუალედში იგეგმებოდა. 

გერმანიის მიერ  F-35-ების შეძენა იქნება დარტყმა კომპანია ბოინგისთვის, რომლის F-18-ების შეძენას გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი განიხილავდა. 

ამას გარდა, როგორც გამოცემა Reuters-ი აღნიშნავს, F-35-ების შეძენამ, შესაძლოა,  საფრანგეთიც გაარზოს, რადგან პარიზი და ბერლინი მუშაობენ ახალი ავიაგამანადგურებლის ერთობლივ პროექტზე, რომლის დასრულებაც 2040-იანი წლებისთვის განიხილება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics