14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 13:45:52, 803 ნახვა

საზოგადოება
მედიკოსთა დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 14 მარტიდან  - 25 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე -  http://onlinereg.moh.gov.ge/login.html

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით ეგზავნება ინფორმაცია გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე. გამოცდის ჩატარების ადგილი გამოქვეყნდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე - www.rama.moh.gov.ge

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში, მისამართზე - ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში,   10:00-დან 18:00 საათამდე,  (შესვენება 13:00-14:00სთ.)

გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე - http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/644/644





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics