14:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 10:15:37, 669 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რატი ბრეგაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა

სამართლის სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ჯილდო რატი ბრეგაძეს მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ფიქრათ მამადოვმა, გადასცა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად რატი ბრეგაძემ და ფიქრათ მამადოვმა მემორანდუმი 11 მარტს, ქართული დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტისას გააფორმეს. დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტთან შეხვედრისას მემორანდუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დადებითად შეაფასა. მან ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა გამოთქვა და სამინისტროებს მხარდაჭერა აღუთქვა.

რატი ბრეგაძის ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რეპუბლიკაში გუშინ დასრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics