02:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 11:57:06, 1825 ნახვა

მსოფლიო
რუსული დაბომბვის შედეგად, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის

რუსული დაბომბვის შედეგად, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის. - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვასილკოვოში ავიადარტყმის შედეგად იწვის ნავთობის ბაზა. ოკუპანტების თვითმფრინავებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ბაზას“, - აღნიშნავს კულება. 

კიევის ოლქის პოლიციის განცხადებით, მტერმა მიიტანა მძლავრი ავიაიერიში ქალაქ ვასილკოვზე, შედეგად ჩამოაგდო სულ მცირე 6 რაკეტა აეროდრომის რაიონში. 

ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics