14:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 21:58:14, 723 ნახვა

საზოგადოება
შალვა ალავერდაშვილი - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს ამ სტატუსის შესანარჩუნებლად

„ძალიან კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი ბოლომდე შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების  სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო კარგი და პოზიტიური. „ჩვენ გავიგეთ ბევრი სიახლე, რას ვაკეთებთ ხვალ და როგორ ვიგეგმებით,“ - აღნიშნა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics