|
2022-03-11 16:54:23, 584 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს „ღორობას“ უწოდებს
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვისა და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს „ღორობა" უწოდა. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, დასავლეთის სანქციები არაკანონიერია და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას. „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე თქვენ სატელეფონო საუბრისას არაერთხელ განგიცხადეთ, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩვენ, მით უმეტეს, ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი მეტად მასშტაბურია, მაგრამ ჩვენ უკვე ამას, მაპატიეთ და, „ღორობას" დასავლეთის მხრიდან, უკვე მივეჩვიეთ. რატომ „ღორობა? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არალეგალურია, როგორ მათ უყვართ თქმა, ეს ყველაფერი არაკანონიერია, ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა, რომლებსაც ისინი და ჩვენ, ნაწილობრივ, შევუერთდით. ამიტომ კიდევ ერთხელ, მესამედ ვიტყვი, რომ ეს უბრალოდ „ღორობაა", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)