|
2022-03-10 16:14:16, 491 ნახვა
მსოფლიო
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები 40-ზე მეტი დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები, ადმინისტრაციული დაპირების მქონე, ორ ოთახიანი ბინის მომლოდინე 43 დევნილი ოჯახი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. განცხადების მიხედვით, დევნილთა სააგენტო აგრძელებს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესს. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ, დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახები ახალი საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდებიან. სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი 43 დევნილი ოჯახი ახალი ბინას თბილისში მიიღებს, ორი დევნილი ოჯახი კი რეგიონში განსახლდება. ჯაბა სირბილაძის განმარტებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურ ფაზაშია, 2022 წელს კი ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი, ეტაპობრივად განსახლდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)