|
2022-03-10 11:30:44, 462 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა
უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. „მე შემიძლია გითხრათ, რამდენი მათგანია ტყვეობაში - იქ არანაკლებ 250-300 ადამიანია, მხოლოდ წვევამდელები“, - განაცხადა არესტოვიჩმა. როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, წვევამდელები ბევრ საინტერესო ინფორმაციას ყვებიან საომარი მოქმედებების გეგმასთან დაკავშირებით. „წვევამდელებმა ბევრი საინტერესო რამ თქვეს. მათ ბევრი თქვეს სიარასა და დონბასზე, ასევე სირიის მეთოდებზე უკრაინაში. როდესაც ისინი ალყას არტყავენ ქალაქებს და ვერ იმარჯვებენ უკრაინულ ჯარზე, ცდილობენ, მოუგონ მოსახლეობას, როგორც ახლა ხდება მარიუპოლში“, - განაცხადა მან. მისი თქმით, რთულია იმის თქმა, რამდენი წვევამდელი იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჯარში, თუმცა არ არის საბრძოლო მოქმედებების არც ერთი მიმართულება, სადაც არ არიან ასეთი მეომრები. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსული ჯარის პირად შემადგენლობაში, რომელიც იბრძვის უკრაინაში, მინიმუმ ნახევარი - წვევამდელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)