00:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 00:02:38, 871 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ქალაქ დერგაჩიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს და ტერიტორიაზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ქალაქ დერგაჩიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს და ტერიტორიაზე კონტროლი სრულად აიღეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები დერგაჩიდან განდევნეს და ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებენ. აქ დიდი ხანია მიმდინარეობს აქტიური ბრძოლები. რუსი ოკუპანტები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მტერი მოიგერიეს და კონტრშეტევა დაიწყეს“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, მტრის ტექნიკის დანაკარგებს შორის 2 ტანკი და 2 ჯავშანმანქანაა.

უკრაინის სამხედროებს დანაკარგი არ განუცდია.

„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - დასძინა UVA-ს თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics