22:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 15:16:56, 610 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირში რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასა და 3 ბელარუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა სამი ბელარუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გამორიცხვაზე. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის „ტვიტერის“ გვერდზე დაიწერა.

„მიღებული ზომები მიმართულია SWIFT-ის სისტემიდან სამი ბელარუსული ბანკის გათიშვისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კრიპტოვალუტის ბაზარსაც შეეხება.

გარდა ამისა, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ მოამზადონ სანქციათა ახალი პაკეტი რუსეთის ხელისუფლებისა და ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესმენების წინააღმდეგ.

„რუსეთის ლიდერებისა და ოლიგარქების, მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ახალი სანქციები დამტკიცდება. გარდა ამისა, შეთანხმებული იქნა სანქციები იმასთან, რათა შევავსოთ და შევუსაბამოთ ჩვენი ზომები უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“,- აღნიშნულია საფრანგეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics