17:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 10:36:34, 503 ნახვა

მსოფლიო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი - თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, - ამის შესახებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა უკრაინაში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე პუტინის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

Fracnce 24-თან საუბრისას პროკურორმა აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობის სამიზნედ ამოღების გამართლება მ სამხედრო აუცილებლობით ვერ მოხდება.

"თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მშვიდობიან მოქალაქეები პირდაპირი სამიზნეები არიან, თუ მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა ამოღებული, ეს დანაშაულია. ამის გამართლება იმის თქმით ვერ მოხდება, რომ სამხედრო აუცილებლობა არსებობდა, მაშინ როცა გამოიყენება ფართო სპექტრის იარაღი, იარაღი, რომელსაც დასახლებულ სამოქალაქო ტერიტორიებზე მოქმედების დიდი რადიუსი აქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ეს არის დანაშაულები, რომელზეც მართლა არანაირ რესურსს არ დავიშურებთ", - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics