04:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 21:10:24, 1150 ნახვა

სამართალი
სოციალურ ქსელში, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების გამო, შსს-მ გამოძიება დაიწყო

„მიმდინარე წლის 1 მარტს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას, შსს-მ გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთვრობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

„ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics