14:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 14:15:20, 803 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი არ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ბრძოლაში უკრაინის წინააღმდეგ.

„ბელარუსის არმია არანაირ მონაწილეობას არ იღებს და არ იღებდა საომარ მოქმედებებში, ჩვენ შეგვიძლია ეს დავუმტკიცოთ ყველას. მეტიც, რუსული ხელისუფლება არასდროს აყენებდა ჩვენს წინ საკითხს - ბელარუსის მონაწილეობაზე შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ მომავალშიც არ ვაპირებთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. 

ამასთანავე, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის არმია ფარავს საელმწიფო საზღვარს ბრესტიდან მაზირამდე, „რათა არ დაუშვას ქვეყანაში რადიკალებისა და იარაღის შეღწევა".

გარდა ამისა, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში საჰაერო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ რუსული ჯარებისთვის „ზურგში დარტყმა".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics