12:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 08:34:50, 795 ნახვა

მსოფლიო
კიევში ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება

28 თებერვლის დღის დასაწყისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობდა კიევის თავდაცვის გარღვევის არაერთ  მცდელობას. რუსული ჯარების კოლონები ცდილობდნენ დედაქალაქის გარეუბანში შეჭრას. მოწინააღმდეგის ძალების ყველა მოძრაობა კონტროლის ქვეშ იყო და დროული გადაწყვეტილებები იყო მიღებული. დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები იტყობინება.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველა მცდელობა მიზნის მიუღწევლად ჩაიშალა. განადგურდა დამპყრობლის ტექნიკის სვეტები. მტერმა პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. რუსული ჯარები დემორალიზებულები და დაღლილები არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. "- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა - კიევის თავდაცვის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ.
ამასთან, ევროკავშირი გეგმავს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში შექმნას ერთიანი, არაბიუროკრატიული პროცედურა ლტოლვილების მიღებისთვის, რომლებმაც დატოვეს უკრაინა ომისგან თავის დასაღწევად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics