|
2022-02-23 13:21:26, 474 ნახვა
საზოგადოება
გენეტიკური რესურსების დაცვის მიზნით, ხეხილის, ვაზის, ხორბლისა და სხვა კულტურების კოლექციები ახალი ნიმუშებით შეივსო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციას მიმართულებით აქტიურად მუშაობს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, ხეხილის ადგილობივი ჯიშების კოლექცია, 2021 წელს, 18 ახალი გენოტიპით, ვაზის საკოლოექციო ნარგაობა კი,სასუფრე მიმართულების 102 ჯიშით შეივსო; სუბტროპიკული კულტურების კოლექციას დაემატა ჩაის, ფორთოხლის, აქტინიდიას, ფეიჰოას, წყავის და დაფნის კულტურების პერსპექტიული ჯიშფორმები. მათივე ინფორმაციით, გრძელვადიან გენეტიკურ რესურსების კოლექციებში შეგროვებული და დაცულია ქართული ხორბლის 65-ზე მეტი სახეობა, სახესხვაობა და ძველი ჯიშები, ფეტვის - 9, სორგოს - 10 და ღომის 4 სახეობის ნიმუში. აღდგენილია ქართული ხორბლის დოლის პურის 9 ჯიში, ex-situ კოლექციები განახლდა ხორბლის - 800, სიმინდის - 45, ლობიოს - 34 და თამბაქოს - 10 ნიმუშით. გასავრცელებლად დაშვებულ სასოფლო-სამეურნეო ჯიშების ეროვნულ კატალოგს დაემატა ხორბლის ქართული ტრადიციული ჯიშები: დიკა, მახა, ჩელტა ზანდური, ახალციხის წითელი დოლი, შავფხა. "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, 2021 წელს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით განახორციელა საქართველოს ტყის გენეტიკური რესურსების კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების კონსერვაცია, გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მაღალი ნაყოფმსხმოიარობით გამორჩეული უბნების გამოყოფა მუდმივ და დროებით სათესლე ნაკვეთებად. შეიქმნა თესლთა ბანკის აქტიური (1-3 წელი) და საბაზისო (4-10 წელი) კოლექციები. ღვინის ეროვნულს სააგენტოსთან ერთად, ცენტრი აგრძელებს ველური ვაზის ფორმების შესწავლას და დაცვას. ამჟამად, მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე დაცულია ველური ვაზის 70 ფორმა. ველური ვაზის მსოფლიო მევენახეობის სფეროში ადგილის განსაზღვრის და ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს მისი გენეტიკური კვლევა. კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის, არსებული მდგომარეობის შეფასების, მათი მდგრადი შენარჩუნების, მართვის, ეფექტიანი გამოყენების და მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით,შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი იმ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ასოციაციას და კერძო სექტორის წარმოამდგენელს აერთიანებს, რომლებიც გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით ფუნქციონირებს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)