|
2022-02-23 11:11:23, 622 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ციფრული ბანკი მომხმარებელს თანხის გადარიცხვის გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს
„თიბისის“ ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზეა მორგებული და ზოგავს მის დროს. დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა ძალიან მარტივია და ამისათვის მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი, რამდენიმე წამი სჭირდება. თანხის მობაილბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა: • გადარიცხვების მენიუდან მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს; • შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი; • მიუთითოს სასურველი თანხა და ვალუტა და შეასრულოს გადარიცხვა. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, ცოტა ხნის წინ, „თიბისის“ ციფრულ ბანკს თანხის გადარიცხვის კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა. უკვე შესაძლებელია სასურველი ანგარიშის ნომრის დასკანერება ან ფოტოს ატვირთვა, რაც ანგარიშის ნომრის აკრეფვას და ხელით შეყვანა აღარ საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადარიცხვის მენიუში, მომხმარებელმა ზედა მარჯვენა კუთხეში QR-ის დასკანერების ღილაკს უნდა დააჭიროს, დაასკანეროს ანგარიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიჰყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს. „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ და მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციურ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ“, - თეა კობახიძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ასოცირებული პარტნიორი.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)