|
2022-02-22 16:34:05, 719 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შესრულებულ პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. „დღეს მორიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ მანჯგალაძის ქუჩაზე, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა ამ ქუჩის მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლდა წყალარინების ქსელი, წყლის და გაზის ახალი მილები განთავსდა. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენდა და ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდა და მოწესრიგდა ტროტუარები. დარჩენილია პატარა მონაკვეთი, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები და დღეს, დღის ბოლომდე მთლიანად იქნება დასრულებული, მაისში კი სავალი ნაწილი დაიხაზება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიიც ცნობით, პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა; მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. მათ შორის, განახლდა საკომუნიკაციო კომპანიების: „თელასის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“ და „პისი მაქსის“ ქსელები; მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. 1 200 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები. მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა. „ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ხელაძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)