2022-02-21 15:14:39, 952 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამონაზვნო პირებს შორის ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, სადაც სამონაზვნო პირები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს თავს დაესხა, აგინა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით აღებინებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,