2022-02-09 11:39:08, 2012 ნახვა
ომი უკრაინაში
ვაქცინაციის კამპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება. იმუნიზაციის პროცესი ჩოჩხათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
მსურველებს, ადგილზე ვაქცინაცია ,,სინოფარმის", ,,სინოვაკისა" და ,,ფაიზერის" ვაქცინით შეუძლიათ. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ლანჩხუთის მერის მოადგილე, სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატსაც მიიღებენ.
კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),