2022-02-08 13:18:55, 1886 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ჰოსპიტალში აქტიურ შემთხვევათა მცირე ნაწილი, 2.9% ანუ 6 100 პაციენტი მკურნალობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ აქტიურ შემთხვევათა 2,9% ჰოსპიტალურ ქსელში მკურნალობს.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდინფიცირებულ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ხასიათდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით.
„აქტიურ შემთხვევათა 210 000-ს აღწევს, შემთხვევების უდიდესი ნაწილი იმართება ბინის პირობებში და მხოლოდ მცირე ნაწილი, 2.9% არის ჰოსპიტალურ ქსელში, 6 100 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტლებში. შემთხვევების უდიდესი ნაწილი კვლავაც ხასიათდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით, რაც ექვემდებარება ბინაზე მართვას და ოჯახის ექიმები, 153 ონლაინ კლინიკაში მართავენ პაციენტებს ბინაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,