01:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 14:58:55, 704 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - პიკურ პერიოდს გადავდივართ, სისტემა უძლებს, ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება

პიკურ პერიოდს გადავდივართ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

NCDC-ის დირექტორი თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება.

"ჩემი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. მაღალი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი, რაც ერთ-ერთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, მაგრამ ნახტომისებური ზრდა ჯერჯერობით არ გვაქვს. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, როგორ განვითარდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 180 000-ზე მეტია, მაგრამ სისტემა უძლებს, ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება. სერიოზული დატვირთვაა ლაბორატორიულ სექტორსა და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, მაგრამ სისტემა მუშაობს,"-  განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics