16:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 11:05:46, 1178 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე მეურნეობა მოეწყო

„საქართველოს ბანკი“ მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმის, ხურმის, ქლიავისა  და ბლის ბაღებს აერთიანებს. მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად ბანკის მხრიდან 81,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად შევძელით და ვავითარებთ ბიზნესს.  ჩვენი თანამშრომლობა უკვე 6 წელია გრძელდება, რომლის  ფარგლებშიც ეტაპობრივად ვაფართოვებთ მეურნეობას და ვზრდით მოსავლის მოცულობას. წლის მანძილზე საშუალოდ  250 ტონა მოსავალს ვიღებთ უკვე.  ასევე, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მეურნეობა სეზონურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ ვგეგმავთ საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, მარინა ცაცაბაშვილი.

„იმისათვის, რომ აგრო მიმართულების ბიზნესებმა შეძლონ განვითარება, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ახალი, საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს, იქნება ეს შეღავათიანი აგრო კრედიტი, დაფინანსება მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ბიზნესები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics