2022-01-06 20:03:36, 2327 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე “ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,