2021-12-26 13:36:54, 581 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - COVID-19-თან გამკლავების მიზნით, 2021 წლის ბოლომდე სხვადასხვა ფულად გასაცემლებთან მორატორიუმია გამოცხადებული
„მოსახლეობის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, განხორციელდა ფულადი გასაცემლების გაცემა დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დროებით შეწყვიტეს საქმიანობა",-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გაიზარდა პროგრამის მოცვა - ბავშვის დახმარებას 100 ათასი ქულის ნაცვლად 120 ათასი ქულის მქონე ოჯახები იღებენ.
"2019 წლის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მაქსიმალური რაოდენობა - 135,700 ოჯახი; 467,284 პირი
2021 წლის მდგომარეობით ნოემბრის თვის ჩათვლით საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მაქსიმალური რაოდენობა - 172,886 ოჯახი; 637,747 პირი", - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),