|
2015-02-03 17:10:03, 775 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს ოპოზიციურ ძალას "პანორამა თბილისზე" კვლავ შენიშვნები აქვს
საკრებულოს ოპოზიციურ ძალას პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით კვლავ შენიშვნები აქვს. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება ისე იგეგმება, რომ საზოგადოების აზრი გათვალისწინებული არ იქნება. "გუშინდელმა თბილისის მერის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი განხორციელდება იმ ფორმით, როგორც ეს პროექტის ავტორებს სურთ და არანაირად არ იქნება გათვალისწინებული საზოგადოების აზრი, ხოლო კვლევები, რომელზედაც მერი საუბრობს, თითქოს არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან ზოგადი შინაარსი",-განაცხადა აბესაძემ. დეპუტატის თქმით, მას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კითვები აქვს, როგორიცაა: რამდენად შეესაბამება ის ქალაქში ისტორიულ იერსახეს, რამდენად გამოიწვევს ის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო გაზრდასა და საცობების წარმოქმნას შეუწყობს ხელს სოლოლაკში, რა უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ის გარემოზე. აბესაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისევ გაიტანენ და გარკვეული ინიციატივებიც ექნებათ. ამასთან, ფრაქცია "გაერთიანებული დემორკატიული მოძრაობისთვის" "პანორამა თბილისის" სოლოლაკის ქედზე მშენებლობა მიუღებელია და მისი მშენებლობის დაწყებისათვის გაცემული დაჩქარებული ნებართვები მათ ბევრ კითხვას უჩენს. ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა ვეკუას, განცხადებით, მშენებლობასთან საკმაოდ ბევრი საკითხია დაკავშირებული. მათ შორის, სოლოლაკის ქედზე მწვანე საფარის განადგურება, თბილისის იერსახის დამახინჯება და ა.შ. "მილიარდიანი ინვესტიცია კარგია, ჩვენი ფრაქცია ასეთი პროექტის განხორციელებას თბილისის სხვა შემოგარენ უბნებში სიამოვნებით დაუჭერდა მხარს, რადგან ეს ხელს შეუწყობდა დედაქალაქის პერიფერიების განვითარებას,-დასძინა ვეკუამ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)