17:14 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 12:42:39, 2470 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებს შპს „დელტა ტექსტილის” მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში წარმოებული ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო უნიფორმებით არიან უზრუნველყოფილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „დელტა ტექსტილი“ უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით.

მათივე ცნობით, ქართული ჯარის მომარაგების პროცესს პირადად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მინისტრმა, მისმა მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალებში მიღებული უნიფორმები და სპორტული ტანსაცმელი დაათვალიერეს და განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

"საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში  იკერება. აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

შპს „დელტა ტექსტილი“ სსსტც „დელტას“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის ძირითადი საქმიანობა თავდაცვის ძალების სამხედრო ტანსაცმლით, რბილი ინვენტარითა და საველე აღჭურვილობით უზრუნველყოფაა. კომპანია პანდემიის თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც უზრუნველყოფდა უნიფორმით თუ ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics