21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 14:04:14, 614 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - „საქართველოს რკინიგზა,“ როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის" რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ასახავს, რომ „საქართველოს რკინიგზა," სტრატეგიული კომპანია, არის საკმაოდ მდგრადი. მისი თქმით, 2021 წლის 9 თვეში სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები დაახლოებით 12 პროცენტითაა გაზრდილი, ასევე ორნიშნა ზრდა აღინიშნება რკინიგზის შემოსავლებში.

„საქართველოს რკინიგზამ," პანდემიის მიუხედავად, მოიზიდა საკმაოდ სოლიდური დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან, განათავსა ევრობონდები - ეს არის ე.წ. მწვანე ბონდები. რკინიგზა დღეს არის ერთ-ერთი.  ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა  ტრანსპორტი, რაც ჩვენთვის, ტურისტული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ვაკვირდებით პოზიტიურ ტენდენციებს და დარწმუნებული ვართ, რომ რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას," - განაცხადა მინისტრმა. 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის" პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც „საქართველოს რკინიგზამ" სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics