21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 13:00:10, 491 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიწის მდგრადი მართვის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის წევრებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში მიწის მართვის ძირითადი ასპექტები გააცნო.

უწყების ცნობით, სხდომას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ხელმძღვანელობდა.

გიორგი მიშელაძემ ყურადღება მიწის რესურსების ერთიანი ელექტრონული ბაზის, მიწათსარგებლობის (Land Use) და მიწის დაფარულობის (Land Cover) შესახებ მონაცემთა შექმნის მნიშვნელობასა და სატელიტური მონიტორინგის დანერგვაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ მონაცემთა ბაზების შექმნაში სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ მიწასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები არასრულყოფილია, ცალკეულ შემთხვევებში კი, საერთოდ არ არსებობს.

გიორგი მიშელაძემ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობასა და იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებსაც სააგენტო ამ ეტაპზე ახორციელებს.

შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს სამომავლო გეგმები და ის ნაბიჯები, რამაც უნდა უზრუნველყოს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, რათა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად მოხდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვა და კადასტრის წარმოება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics