|
2021-12-06 15:11:08, 714 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც განვითარების ბიუჯეტია, კარგ საფუძველს ქმნის, რომ მომავალ წელს მაღალი 6-პროცენტიანი ზრდა გვქონდეს
„საქსტატმა" გამოაქვეყნა 2021 წლის მესამე კვარტლის ბიზნეს სექტორის სტატისტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5 პროცენტით გაიზარდა, თითქმის 40 პროცენტით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მან 40,5 მლრდ ლარს მიაღწია. ბრუნვა პრაქტიკულად ყველა სექტორში გაიზარდა. მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა განთავსების საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის, იგივე სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით. ეს მაჩვენებელი 86 პროცენტამდეა გაზრდილი. გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა 41,4 პროცენტით მეტია. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბრუნვა სხვა ბიზნეს საქმიანობის მიმართულებითაც," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის" მიერ ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტატისტიკა 2021 წლის მესამე კვარტლისთვის. ნათია თურნავამ კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდა ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, წელსვე ჩვენი ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარით და მეტითაც გაგვეზარდა. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, გათვალისწინებული იყოს საკმაოდ მსხვილი ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით. ესაა განვითარების და არა მხოლოდ კოვიდ-ხარვეზების აღმოფხვრის ბიუჯეტი. რომელიც კარგ საფუძველს ქმნის, რომ მომავალ წელს 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)