|
2021-11-30 17:11:47, 1194 ნახვა
ეკონომიკა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ – „ლიბერთი“ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
"ლიბერთი" საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: "თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას. საერთაშორისო ფულადი გზავნილების განახლებული პირობებით, საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიმღები და/ან გამგზავნი ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად და გარანტირებულად იღებს ფულად საჩუქარს, 10 ლარს. ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებენ და/ან გააგზავნიან ან ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილს დააკონვერტირებენ, 500 და 200 ლარით დასაჩუქრდებიან. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიღებისას ან/და გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთის ფილიალებსა და დისტანციურ არხებში სარგებლობენ ვალუტის გაცვლის სპეციალური, საუკეთესო კურსით. ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და საკმარისია აქციის პერიოდში საერთაშორისო გზავნილის მიღება და/ან გაგზავნა ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით. „საერთაშორისო ფულადი გზავნილები ახალი ლიბერთის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ჩვენთან ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. გარდა ამისა, გზავნილის მიმღებ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით, მარტივად - მხოლოდ გზავნილიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით. ვფიქრობთ, ჩვენი კამპანია განახლებული პირობებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს როგორც ფულადი საჩუქრების, ასევე თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებლისა და კომფორტული გამოცდილების მისაღებად" - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. როგორც მომენტალური, ასევე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge. აქციის პერიოდი: 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)