13:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 16:19:49, 5623 ნახვა

კულტურა
ძველი ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების: „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტების – „ანბანდიდის", „გრაგნილისა" და „მედეას" - პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა" და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტები ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა. ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება", ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა", მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის" მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი. https://calligraphy.ge/fonts?filters=avtori[86]

პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics