02:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 13:38:44, 458 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას განსაკუთრებით არსებული პანდემიის პირობებში.

,,ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური"- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში   წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3- ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა კორონავირუსის აცრის მსურველთა რაოდენობა.  დღეის მდგომარეობით, აჭარაში ადმინისტრირებულია 240 ათასამდე დოზა, სრულად აცრილია მოსახლების 30% ზე მეტი, ხოლო სამიზნე კონტინგენტის  67%.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics